ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერს შეხვდება

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე ტურში გავიდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითადი ბადის პირველ ტურში იტალიელ ფილიპო ბალდის სამ სეტში 6:4; 4:6; 6:4 სძლია და მეორე ტურში გავიდა.

რომის მასტერსის ძირითადი ბადის მეორე ტურში კი ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ყოფილ ლიდერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად მეთვრამეტე ჩოგანია. 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ჯოკოვიჩს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

ქართველ და სერბ ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა რომში 16 მაისს თბილისის დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ