ყველა სპორტული სიახლე

16-წლამდელმა გოგონებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს!

პირველად ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, უეფას განვითარების ტურნირი 16-წლამდე გოგონათა შორის, ჩვენი ნაკრების უპირობო გამარჯვებით დასრულდა. სამივე თამაში ქართველმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.

ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი გუნდის ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლევან ბაჯელიძის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი ნათია წოწერიას ანგარიშზეა. საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასზე ჩატარებული სამივე შეხვედრა მოიგო და გათამაშება 9 ქულით დაასრულა. 

საქართველო - ბელარუსი 1:0

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, რაუხი, აკობიძე, ცაავა, დანელია, ბებია, მწყერაშვილი, ბოლქვაძე, წულაია, წოწერია

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, გურიელიძე, ეჯიბია, გოცირიძე, ხუნაშვილი, გოროზია, რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

გოლი: 1:0 წოწერია 

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ