
ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დამარცხდა
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე ტურში მსოფლიოს რეიტინგის ყოფილ ლიდერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა.
ქართველ და სერბ ჩოგბურთელებს შორის მატჩი 1 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. საბოლოოდ კი ჯოკოვიჩმა ორ სეტში, ანგარიშით 6:4; 6:2 იმარჯვა, ბასილაშვილი კი რომის მასტერსს გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნოვაკ ჯოკოვიჩი რომში მიმდინარე ტურნირზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.
სერბი ჩოგბურთელი მესამე ტურში ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს შეხვდება.