ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ნადირაძის ვერცხლი მსოფლიო თასზე (ვიდეო)

უნგრეთში კანოეს მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი გაიმართა.

მიმდინარე მსოფლიო თასზე 200 მეტრზე გაცურვაში მონაწილეობა ორმა ქართველმა კანოისტმა, ზაზა ნადირაძემ და მურმან მალანიამ მიიღეს. საკვალიფიკაციო გაცურვა ორივე ქართველმა სპორტსმენმა წარმატებით დასძლია და 9 საუკეთესო კანოისტთან ერთად ფინალში გავიდა.

წარმატებული გამოდგა 19 წლის მალანიას დებიუტი, რომელმაც ფინალური ეტაპი მერვე ადგილზე დაასრულა, ხოლო ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სერიაში მორიგი მედალი მოიპოვა. ნადირაძე ფინალურ გაცურვაში პირველადგილოსან ლატვიელ ვადიმ კორობოვს 0.078 წამით ჩამორჩა და მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.



სხვადასხვა

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ