ყველა სპორტული სიახლე

სხირტლაძის გოლი დანიის ჩემპიონატში (ვიდეო)

დანიის სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა "სილკებორგმა" საკუთარ მოედანზე "ჰელსინგორს" 4:3 სძლია. 

გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით სხირტლაძე, რომელმაც 24-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო და მოედანი 77-ე წუთზე დატოვა. 

მათე ვაწაძე "სილკებორგის" განაცხადში არ ყოფილა. 

ქართველი ფეხბურთელების გუნდი სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგს" დაუპირისპირდება. 

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ