
მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
31 მაისს ‘ფრანგ ბარბაროსებთან’ და ივნისში ოკეანეთში გასამართი სამი ტესტ-მატჩისთვის ჯამში 40 ბორჯღალოსანი მოემზადება.
მათი ნაწილი უკვე თბილისშია და უახლოესი შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც მილთონ ჰეიგის შეგირდები 31 მაისს, 20 საათზე ‘დინამო არენაზე’ გამართავენ. ფიჯიზე, კერძოდ სუვაში გასამართი 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასზე’ წამსვლელთა სია მოგვიანებით დაზუსტდება.
შეგახსენებთ, ‘წყნარი ოკეანის თასზე’ 9 ივნისს ტონგას, ხოლო 16-ში მასპინძელ ფიჯის ვეთამაშებით, 23 ივნისს კი ტოიოტაში იაპონიის ნაკრებთან ტესტ-მატჩს გავმართავთ.
საზაფხულო გაფართოებულ შემადგენლობაში 23 მორკინალი და 17 ბექია. ზე რაგბის იაპონურ ფრანჩაიზში, ‘სანვულვზში’ გადასვლის შემდეგ, ნაკრების კვართით პირველად ითამაშებს კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე. გაფართოებულ შემადგენლობაშია გორის ;ჯიქის’ შუამარბი რევაზ ჯინჯიხაძე, რომელსაც ბორჯღალოსანთა კვართით ჯერ არ უთამაშია.
23 მორკინალიდან 19 ლეგიონერია - 15 საფრანგეთიდან და თითო-თითო იაპონიიდან, ინგლისიდან, უელსიდან და რუსეთიდან.
ერთწლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებს უბრუნდება თამაზ მჭედლიძე. ხაზში საფრანგეთიდან ორი ლეგიონერი გვყავს, სამი ციმბირული კლუბებიდანაა, ხოლო დანარჩენი 12 დიდი 10-ის წარმომადგენელია.
მილთონ ჰეიგი ამბობს, რომ ოკეანეთისა და იაპონიის ტურნესათვის 33-კაციანი შემადგენლობა უახლოეს მომავალში დასახელდება:
„ტრავმებიდან დაბრუნებული მოთამაშეების გათვალისწინებით, ზაფხულის სანაკრებო ფანჯრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დავასახელეთ. ამ მორაგბეების ნაწილს, ნაკრების კვართით დიდი ხანია არ უთამაშიათ და ახლა ეძლევათ შანსი დაამტკიცონ, რომ სანაკრებო რაგბისთვის მზად არიან“.
„უახლოეს მომავალში დავასახელებთ 33-კაციან შემადგენლობას, რომელიც ოკეანეთისა და იაპონიის ტურნეზე გაემგზავრება. მანამდე 31 მაისი და უმნიშვნელოვანესი მატჩია ‘ფრანგ ბარბაროსებთან’, რომელსაც ‘დინამო არენაზე’ გავმართავთ“.
ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა
საქართველოს ბორჯღალოსნები
2018 * გაფართოებული რაზმი "ფრანგ ბარბაროსებთან" საბურთაოდ
და ივნისის სამ-მატჩა ტურნესათვის [ტონგა | ფიჯი | იაპონია]
No |
სახელი და გვარი |
კლუბი |
დაბ |
ბრჯ |
მონაგარი |
|
|||||
უკანა ხაზი [ბექები] |
|||||
უ |
მერაბ კვირიკაშვილი |
ლელო სარასენს [საქ დ 10] |
1983 |
110 |
16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ |
უ |
სანდრო თოდუა |
ლელო სარასენს [საქ დ 10] |
1987 |
71 |
9ლ 2სბ |
უ |
ბექა წიკლაური |
ლოკომოტივი [საქ დ 10] |
1989 |
29 |
5ლ 24გ 15ჯ 2ა [124 ქ] |
უ |
გიორგი ფრუიძე |
კრასნი იარ [რუს სუპერ] |
1994 |
15 |
3ლ |
უ |
სოსო მათიაშვილი |
აკადემია [საქ დ 10] |
1993 | 9 |
4ლ 16გ 12ჯ [88 ქ] |
უ |
ანზორ სიჭინავა |
აკადემია [საქ დ 10] |
1995 |
6 |
3ლ სბ |
უ |
მირიან მოდებაძე |
ქუთაისის აია [საქ დ 10] |
1997 | 3 |
: |
შ |
დავით კაჭარავა |
ენისეი [რუს სუპერ] |
1985 |
109 |
22ლ [4 კაპ] 3სბ |
შ |
ლაშა მალაღურაძე |
კრასნი იარ [რუს სუპერ] |
1986 |
84 |
4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
შ |
თამაზ მჭედლიძე |
აჟენ [სფრ ტოპ 14] |
1993 |
46 |
6ლ სბ |
შ |
გიორგი კვესელაძე |
მარნეულის არმაზი [საქ დ 10] |
1997 | 7 |
3ლ |
შ |
რევაზ ჯინჯიხაძე |
გორის ჯიქი [საქ დ 10] |
1994 | 0 |
: |
10 |
ლაშა ხმალაძე |
ბათუმი [საქ დ 10] |
1988 |
62 |
8ლ 4გ [48 ქ] |
10 |
რევაზ ჯინჭველაშვილი |
მარნეულის არმაზი [საქ დ 10] |
1995 |
7 |
: |
9 |
გიორგი ბეგაძე |
ლოკომოტივი [საქ დ 10] |
1986 |
60 |
2სბ |
9 |
ვასილ ლობჟანიძე |
ბრივ [სფრ ტოპ 14] |
1996 |
32 |
5ლ |
9 |
ვაჟა ხუციშვილი |
რუსთავის ხარები [საქ დ 10] |
1993 |
23 |
: |
შერკინება [ფორვარდები] |
|||||
1 |
ზურაბ ჟვანია |
სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] |
1991 |
32 |
10ლ 2სბ |
1 |
კახა ასიეშვილი |
ბრივ [სფრ ტოპ 14] |
1987 |
31 |
5ლ |
1 |
გიორგი თეთრაშვილი |
აჟენ [სფრ ტოპ 14] |
1993 |
8 |
: |
2 |
შალვა მამუკაშვილი |
ლოკომოტივი [საქ დ 10] |
1990 | 54 |
5ლ სბ |
2 |
ჯაბა ბრეგვაძე |
სან’ვულვზ [იაპ ზე 15] |
1987 |
49 |
2ლ 2სბ |
2 |
გიორგი ჭყოიძე |
გორის ჯიქი [საქ დ 10] |
1991 |
3 |
: |
3 |
დუდუ ქუბრიაშვილი |
მონპელიე [სფრ ტოპ 14] |
1986 |
45 |
2ლ წბ 2სბ |
3 |
ლევან ჩილაჩავა |
ტულონ [სფრ ტოპ14] |
1991 |
39 |
7ლ სბ |
3 |
ირაკლი მირცხულავა |
უაიონაკს [სფრ ტოპ 14] |
1988 | 11 |
: |
3 |
გიორგი მელიქიძე |
სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] |
1996 |
7 |
ლ |
2ხ |
გიორგი ჩხაიძე |
ნის [სფრ ფედ2] |
1981 |
100 |
10ლ [1 კაპ] 6სბ |
2ხ |
გიორგი ნემსაძე |
ოსპრეიზ [უელ პრო 14] |
1984 |
81 |
13ლ [5 კაპ] 6სბ |
2ხ |
შალვა სუთიაშვილი |
ანგულემ [სფრ პრო დ2] |
1984 |
66 |
2ლ [15 კაპ] 3სბ |
2ხ |
კოტე მიქაუტაძე |
მონპელიე [სფრ ტოპ 14] |
1991 |
54 |
2ლ 3სბ |
2ხ |
ნოდარ ჭეიშვილი |
შონბრი [სფრ ფედ1] |
1990 |
11 |
: |
3ხ |
ვიტო კოლელიშვილი |
კლერმონ [სფრ ტოპ 14] |
1989 |
48 |
4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ |
3ხ |
ლაშა ლომიძე |
ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] |
1992 |
41 |
6ლ + 2შ სბ |
3ხ |
ბექა ბიწაძე |
ნარბონ [სფრ პრო დ2] |
1991 |
26 |
6ლ + 2შ |
3ხ |
საბა შუბითიძე |
აკადემია [საქ დ 10] |
1994 |
10 |
: |
3ხ |
ოთარ გიორგაძე |
კლერმონ [სფრ ტოპ 14] |
1996 |
10 |
2ლ |
3ხ |
გიორგი ცუცქირიძე |
ორიაკ [სფრ პრო დ2] |
1996 |
7 |
სბ |
3ხ |
მიხეილ გაჩეჩილაძე |
ენისეი [რუს სუპერ] |
1990 | 5 |
2ლ |
3ხ |
გურამ შენგელია |
გორის ჯიქი [საქ დ 10] |
1992 | 1 |
: |
rugby.ge