ყველა სპორტული სიახლე

ქართველი სუმოისტის გამარჯვება ნაცუ ბაშოზე (ვიდეო)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე გაზაფხულის ბაშოს მე-12 ტურში დიდი ჩემპიონი, იოკოძუნა ჰაკუჰო იორიკირის ილეთით დაამარცხა და ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტოჩინოშინის პირველი გამარჯვებაა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოს წინააღმდეგ 26-ე შერკინებაში. აქამდე, ქართველ მებრძოლს ტიტულოვან მონღოლ სუმოისტთან დაპირისპირებაში 25 წაგება ჰქონდა.

ამ ისტორიული წარმატების შემდეგ, ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს ზედიზედ 12 გამარჯვებით ერთპიროვნულად ლიდერობს და იმპერატორის თასის მეორედ მოპოვების უმთავრესი კანდიდატია. გაზაფხულის ბაშოს დასრულებამდე მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი.

ტოჩინოშინი პირველი ქართველი სუმოისტია, რომელიც 2018 წლის იანვარში იმპერატორის თასს დაეუფლა, ახლა კი 30 წლის ლევან გორგაძე სუმოს ყველაზე პრესტიჟული თასის მეორედ მოპოვებათან ძალზე ახლოსაა.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სხვადასხვა

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ