ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი როლან გარესზე ძირითადი ბადიდან ჩაერთვება

27 მაისს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტს წლის მეორე გრანდ სლემი აიღებს.

როლან გაროსზე ძირითადი ბადიდან ასპარეზობას დაიწყებს საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ფრანგი ჟილ სიმონი იქნება, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვედრია, ურთიერთშეხვედრებში კი ანგარიში თანაბარია - 1:1.

ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 65-ე პოზიციაზეა, ხოლო სიმონი 75-ეა.

ქართველ და ფრანგ ჩოგბურთელებს შორის გასამართი მატჩის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ