ყველა სპორტული სიახლე

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ზედიზედ მესამედ მადრიდის "რეალის" გამარვებით დასრულდა. 

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში ზინედინ ზიდანის გუნდმა "ლივერპული" 3:1 დაამარცხა. 

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის მთავარი მოვლენა ლივერპულელთა ლიდერის, მოჰამედ სალაჰის ტრავმა იყო. ეგვიპტელმა შემტევმა სერხიო რამოსთან ორთაბრძოლაში მიღებული ტრავმის გამო მოედანი 30-ე წუთზე დატოვა. ზუსტად 7 წუთში იძულებითი ცვლილება "რეალმაც" განახორციელა და ტრავმირებული კარვახალის ნაცვლად თამაშში ნაჩო ჩაერთო. 

ანგარიში მეორე ტაიმში, 51-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეკარე კარიუსის შეცდომით ბენზემამ ისარგებლა და მადრიდელები დააწინაურა. 55-ე წუთზე "ლივერპულმა" მანეს გოლით გაათანაბრა, თუმცა მალევე თამაშში ისკოს ნაცლვად გარეტ ბეილი ჩაერთო და 64-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით კვლავ წინ გაიყვანა მადრიდული კლუბი. 83-ე წუთზე უელსელმა კარიუსის მორიგი შეცდომით ისარგებლა და დუბლი გაიფორმა. 

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები, სხვადასხვა, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2018 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ