ყველა სპორტული სიახლე

დიქსონის 57 ქულა ფინალური სერიის 2 მატჩში

თურქეთის პირველი ლიგის ფინალურ სერიაში მაიკლს დიქსონი შეუჩერებელია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გუნდის შედეგზე ეს ჯერ არ აისახება. ქართული პასპორტის მქონე “ბაჰჩეშეჰირის” ამერიკელმა ლეგიონერმა “აფიონ ბელედიესისთან” პირველ მატჩში (60:64) 27 ქულა ჩააგდო, დღეს კი, თავისი მაჩვენებელი გააუმჯობესა.
სამწუხაროდ, “ბაჰჩეშეჰირმა” მე-2 საგარეო შეხვედრაც წააგო (70:78), დიქსონმა კი ამჯერად 38:19 წუთში 30 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მაიკლმა 7-დან 4 ორქულიანი, 9-დან 6 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ვთქვათ ისიც, რომ “აფიონის” მაისურით 32:47 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა ჯეიკობ პულენმა, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული კალათბურთელი გახლდათ.

ფინალური სერიის მომდევნო მატჩი უკვე “ბაჰჩეშეჰირის” სარბიელზე 30 მაისს ჩატარდება.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ