ყველა სპორტული სიახლე

საქართველოსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის პირველი ტაიმი დასრულდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ტესტების დაწყებამდე დინამო არენაზე ფრანგ ბარბაროსებს მასპინძლობს.

მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი თანაბრად უტევდა, ანგარიშის გახსნა კი მეოცე წუთზე სოსო მათიაშვილის ჯარიმით საქართველოს ნაკრებმა გახსნა - 3:0.

24-ე წუთზე ფრანგი ბარბაროსები შერკინებაში კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ, სოსო მათიაშვილის ჯარია კი კვლავ ზუსტი აღმოჩნდა - 6:0.

32-ე წუთზე ქართველი მორაგბეები ლელოს დადებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ანარიშის გაზრდა ვერ მოახერხეს, თუმცა 37-ე წუთზე ბარბაროსებმა სწრაფი გარღვევით საქართველოს ნაკრები დაალელოვეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმიც სწორედ მათი გამარჯვებით, ანგარიშით 7:6 დასრულდა.

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ