ყველა სპორტული სიახლე

ბორჯღალოსნებმა ფრანგ ბარბაროსებს სძლიეს (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის ტესტების დაწყებამდე დინამო არენაზე ფრანგ ბარბაროსებს უმასპინძლა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდი თანაბრად უტევდა, ანგარიშის გახსნა კი მეოცე წუთზე სოსო მათიაშვილის ჯარიმით საქართველოს ნაკრებმა გახსნა - 3:0.

24-ე წუთზე ფრანგი ბარბაროსები შერკინებაში კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ, სოსო მათიაშვილის ჯარია კი კვლავ ზუსტი აღმოჩნდა - 6:0.

32-ე წუთზე ქართველი მორაგბეები ლელოს დადებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ანარიშის გაზრდა ვერ მოახერხეს, თუმცა 37-ე წუთზე ბარბაროსებმა სწრაფი გარღვევით საქართველოს ნაკრები დაალელოვეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმიც სწორედ მათი გამარჯვებით, ანგარიშით 7:6 დასრულდა.



მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დინამიურად წარიმართა, ორივე გუნდი შეტევას ცდილობდა, საბოლოოდ კი სოსო მათიაშვილის შესანიშნავი თამაშით საქართველოს ნაკრებმა 51-ე წუთზე პირველი ლელო დადო და დაწინაურდა - 11:7.



64-ე წუთზე კი ფრანგებმა ანგარიში ჯარიმით შეამცირეს -11:10.

მატჩის მიწურულს ქართველი მორაგბეები გააქტიურდნენ, რასაც სანდრო თოდუას ლელო მოჰყვა, თუმცა სოსო მატიაშვილის გარდასახვა მახვილი კუთხიდან კვლავ არაზუსტი აღმოჩნდა - 16:10.



ბოლო წუთები განსაკუთრებით დაძაბულად წარიმართა, ფრანგმა ბარბაროსებმა ბოლო წამებზე ლელო დდეს, თუმცა გარდასახვის გატანა ვეღარ მოახერხეს და მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით 16:15 დასრულდა.

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ