ყველა სპორტული სიახლე

ბითაძის 25 ქულა სეზონის ბოლო მატჩში

18 წლის გოგა ბითაძემ სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. სერბეთის ჩემპიონატის V-VIII ადგილებისთვის მებრძოლი მისი “მეგა ბიმაქსი” საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა. ბოლო შეხვედრაში ბითაძის გუნდმა “ვრაში” 83:61 დაამარცხა, ქართელი ცენტრი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გოგა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:24 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 11-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ