ყველა სპორტული სიახლე

ბორჯღალოსნებმა წყნარი ოკეანის თასი ტონგის დამარცხებით დაიწყეს

საქართელოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიჯიზე წყნარი ოკეანის თასზე პირველი მატჩი ტონგას წინააღმდეგ გამართა.

ბორჯღალოსნებმა მძიმე ბრძოლაში ტონგას ერთქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 16:15 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე თექვსმეტივე ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა. მათიაშვილმა მეექვსე წუთზე ანგარიში შესანიშნავი ლელოთი გახსნა, მისივე გარდასახვაც მახვილი კუთხიდან ზუსტი აღმოჩნდა. ლელოს გარდა საქართველოს ნაკრების თხუთმეტმა ნომერმა სამი ჯარიმის გატანა შეძლო.

ტონგელები მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ორივე ლელოს დადება მატჩის მიწურულს მოახერხეს. ჰალაიფონუამ და ლოლოჰეამ საქართველოს ნაკრები დაალელოვეს, თუმცა მათი მხრიდან მხოლოდ ერთი გარდასახვა აღმოჩნდა ზუსტი.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ 16 ივნისს, თბილისის დროით 07:30 საათზე გამართავს. მატჩის პირდაპირ ტრანსლირებას ტელეკომპანია იმედი უზრუნველყოფს.

რაგბი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ