ყველა სპორტული სიახლე

ზედიზედ მეორედ, ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეტიმა" NBA-ს პლეიოფის სუპერფინალის მეოთხე შეხვედრა სტუმრად, "კლივლენდის" წინააღმდეგ გამართა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა 23-ქულიანი უპირატესობით, 108:85 დაამარცხა, ფინალური სერია წაუგებლად 4:0 მოიგო და ზედიზედ მეორედ NBA-ს ჩემპიონი გახდა.

ფაჩულიამ მატჩში პარკეტზე ბოლო ორი წუთი დაჰყო და ორ წუთში 2 ქულისა და 1 მოხსნის მოგროვება მოახერხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი სტეფ კარი გახდა, რომლის ანგარიშზეც 37 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასია. 2019 წლის პლეიოფების MVP-მ კევინ დურანტმა კი ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ დურანტმა MVP-ის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ