ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ მიიღო.

ნადირაძემ 9 ივნისს საკვალიფიკაციო ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

11 ივნისს კი ქართველმა ნიჩბოსანმა 200 მეტრზე გაცურვა 39.200 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ზაზა ნადირაძემ მეორეადგილოსან რუს ივან შტილს 0.024 წამით აჯობა, ხოლო მესამეადგილოსანი ბელარუსი არცემ კოზირი ქართველ ნიჩბოსანს 0.268 წამით ჩამორჩა.

სხვადასხვა, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2018 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ