ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მეორე გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრე-მეათე ადგილის პლეიოფში იაპონიას დაუპირისპირდა.

უმცროსი ბორჯღალოსნების შეხვედრა პლეიოფში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. იაპონელი მორაგბეები მატჩში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა ბოლო წუთებზე ანგარიშის შემოტრიალება და შეხვედრის მოგება შეძლეს.

მეშვიდე წუთზე ანგარიში იშიდამ გახსნა და მორლმა ზუსტი გარდასახვით ანგარიში 7:0 იაპონიის სასარგებლოდ გახადა.

იაპონელების ლელოს ჯაფარიძემ მეთორმეტე წუთზე ასევე ლელოთი უპასუხა, აფრასიძემ კი გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა - 7:7.

მეოცე წუთზე იაპონია მორლის ჯარიმით კვლავ წინ გავიდა - 10:7.

28-ე წუთზე გოგიჩაშვილი მსაჯმა მოედნიდან ათი წუთით გააძევა და 29-ე წუთზე კაცნაკლულ საქართველოს იაპონიამ მეორე ლელო დაუდო - 17:7.

პირველი ტაიმის დასრულებამდე თაფლაძემ ლელო დადო და ანგარიში შეამცირა, თუმცა აფრასიძის გარდასახვა იაპონელთა კარს აცდა - 17:12.

მეორე ტაიმი კვლავაც იაპონელთა უპირატესობით წარიმართა და პირველივე წუთებზე საქართველომ მორიგი ლელო გაუშვა - 22:12.

58-ე წუთზე მსაჯმა მამამთავრიშვილი გააძევა, თუმცა თაფლაძემ ეფექტური ლელოთი დუბლი გაიფორმა, აფრასიძე კი ამჯერად ზუსტი იყო და ანგარიში სამ ქულამდე შემცირდა - 22:24.



მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე თედო აბჟანდაძის შესანიშნავი გარღვევა ცრუ მოძრაობით გელა აფრასიძემ დააგვირგვინა და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა - 24:22.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იაპონიასთან გამარჯვებით 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი 17 ივნისს მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.

ფოტო: Worldrugby.org



რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ