ყველა სპორტული სიახლე

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე უმწვრთნელოდ დარჩა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე ესპანეთის ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა.

მოულოდნელი ახალი ამბავი კრასნოდარში გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა განაცხადა. მისი თქმით, ხულენ ლოპეტეგის ქმედება მიუღებელი აღმოჩნდა ფედერაციისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ ესაუბრა ფეხბურთელებს და ისინი მზად არიან ახალ მწვრთნელთან ერთად წარმატების მისაღწევად.

შეგახსენებთ, რომ ხულენ ლოპეტეგიმ მადრიდის "რეალი" ოფიციალურად 12 ივნისს ჩაიბარა და კლუბში მუშაობა მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ უნდა დაეწყო. ესპანეთის ეროვნული ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 15 ივნისს პორტუგალიასთან შეხვედრით იწყებს.

ფეხბურთი, ევროპა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ