ყველა სპორტული სიახლე

ესპანეთმა ახალი მწვრთნელი წარადგინა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი გაათავისუფლა.

ლოპეტეგის შემცვლელად ესპანურმა მხარემ ფერნანდო იერო დაასახელა, რომელიც  აქამდე ესპანეთის ეროვნული ნაკრების სპორტული დირექტორი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ 2014-15 წლებში მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2016-17 წლებში კი ესპანურ "ოვიედოს" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ ხულენ ლოპეტეგი 12 ივნისს მადრიდის "რეალის" მწვრთნელად დაინიშნა. რუბიალესის თქმით კი, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადებამდე ხუთი წუთით ადრე შეიტყო.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ