ყველა სპორტული სიახლე

გიორგი თევზაძე "ჟილინას" ფეხბურთელია

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა სლოვაკურ კლუბთან 3 წლიანი კონტრაკტი გააფორმა. გასულ სეზონში „ჟილინამ“ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაკავა.

თევზაძე გულშემატკივრებს და მშობლიურ კლუბს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით დაემშვიდობა: "დინამოში" 3 წელიწადზე მეტი გავატარე და ამ პერიოდში საქართველოში არსებული ყველა ტიტული მოვიგე. იყო მომენტები, როდესაც ყველაფერი კარგად მიმდიოდა კლუბში და იყო მომენტები, როდესაც ტრავმებმა და შემდეგ აღდგენითმა პერიოდმა გამაწვალა.

საბოლოო ჯამში, მე "დინამოში" დაუვიწყარი პერიოდი გავატარე და ახლა კი ვემშვიდობები ამ კლუბს. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს, "დინამოში" მომუშავე პერსონალს, ჩემს კოლეგებს, სამწვრთნელო შტაბს და პრეზიდენტს. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც სლოვაკური "ჟილინა" ჰქვია და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პერიოდი წარმატებული მექნება. "დინამო" კი სამუდამოდ ჩემს გულშია".

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ