ყველა სპორტული სიახლე

მოულოდნელი შედეგები საქართველოს თასზე

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალების მორიგი შეხვედრები გაიმართა 13 ივნისს. შეხვედრები საკმაოდ დრამატულად და მოულოდნელი სცენარით განვითარდა.
თბილისში სპორტულ ცენტრ ბასაზე ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2 -ის წარმომადგენელმა "გაგრამ" მძიმე ბრძოლაში მოუგო ბოლნინის "სიონს." შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრასი ანგარიში 24 წუთზე გაგრელებმა საჯარიმო დარტყმით გახსნეს, თავი რატი ცაცკრიალაშვილმა გამოიჩინა, გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და შედეგად 36 წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გაათანაბრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი აქტიურობდა თუმცა შეხვედრაში დამატებითი დრო მაინც ვიხილეთ. პირველი დამატებითი ტაიმის უკანასკნელ წუთზე რატი ცაცკრიალაშვილა დუბლი გაიფორმა და გაგრელები თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
მთავარი მოულოდნელობა მცხეთაში დაფიქსირდა, სადაც "ვით-ჯორჯია2"-მა ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "საბურთალო" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
8 ბურთი გავიდა თბილისურ დერბიში, სადაც ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და "დინამო" უპირისპირებოდნენ. 4-4 დასრულებული თამაშის შემდგომ 11 მეტრიანების სერიაში გამარჯვება დინამოს ფეხბურთელებმა მოიპოვეს.

გაგრა - სიონი 2-1
გორი - ტორპედო 0-2 
თბილისი 2016 - ჩიხურა 0-6
ვით ჯორჯია 2 - საბურთალო 0-0 (პენ: 4-2)
ლოკომოტივი - დინამო 4-4 (პენ: 3-5)

ფეხბურთი

არქივის კალენდარი

2018 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ