ყველა სპორტული სიახლე

უმცროსი ბორჯღალოსნების მესამე მოგებული მატჩი და მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრა შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა.

მეცხრე ადგილისთვის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ ტაიმში ანგარიშით 19:12 დამარცხდნენ, თუმცა საბოლოოდ 39:31 იმარჯვეს და მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე ადგილზე დაასრულეს.

პირველი ტაიმში მარცხის შემდეგ მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის ბოლოს შოტლანდიელები გააქტიურდნენ და ორი ლელოს დადება შეძლეს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს, რასაც შოტლანდიელებმა ხუთი ლელოთი უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა და 2019 წლის მსოფლიო პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ითამაშებს.

ფოტო: Worldrugby.org

რაგბი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ