ყველა სპორტული სიახლე

შენგელია ნაკრებს შეუერთდა, მარკოიშვილი – გამოაკლდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს თორნიკე შენგელია შეუერთდა. ევროპული კალათბურთის სუპერვარსკვლავი თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოფრინდა და უკვე დილას, 11:00 საათიდან ნაკრებთან ერთად ივარჯიშა. თუმცა საქართველოს ნაკრებში უსიამოვნო სიახლეცაა: ეროვნულ ნაკრებს სერბეთთან და ავსტრიასთან ვერ დაეხმარება მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც ქრონიკულად ნატკენი ფეხი აწუხებს და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მისი თამაში გამოირიცხა.

“იმ პროცედურების შემდეგ, რაც მაისის ბოლოს ჩავიტარე, იმედი მქონდა, ნატკენ ფეხს საბოლოოდ თუ არ მოვირჩნდი, ნაკრების მატჩებში მაინც ვითამაშებდი, მაგრამ… ინექციას, რომელიც გერმანიაში 26 მაისს გავიკეთე, ექიმების თქმით, მაქსიმალური ეფექტი 4 – 6 კვირის შემდეგ უნდა მოეცა. ჯერ 6 კვირა არ გასულა, თუმცა ტკივილები არ გამნელებია. ვერ ვახერხებ სირბილს და ხტომას. როცა მეგონა, ტრენაჟორებიდან ვარჯიშს სირბილსაც დავამატებ თქო, ექიმებმა პირიქით – ვარჯიშების შემსუბუქება მირჩიეს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან არ მეძლევა საშუალება, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენს ნაკრებს დავეხმარო. საქმე ისეთ კრიტიკულ დონემდეა მისული, რომ თუკი ამ ინექციამ შედეგი არც უახლოეს კვირეებში გამოიღო, ოპერაციის გაკეთება იქნება საჭირო. კიდევ ერთი ოპერაცია კი ჩემთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს მზადყოფნას, დავეხმარო ნაკრებს, მაგრამ ამ რეალობაში ეს სამწუხაროდ შეუძლებელია”.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ