ყველა სპორტული სიახლე

უეფამ "მილანს" განაჩენი გამოუტანა

"Football Italia" "Premium Sport"-ზე დაყრდნობით გვაუწყებს, რომ უეფამ "მილანი" ფინანსური "ფეირ პლეის" წესების დარღვევისთვის ევროთასებიდან ერთი სეზონით მოკვეთა და 30 მლნ ევროთი დააჯარიმა.

ოფიციალურ გადაწყვეტილებას უეფა მაქსიმუმ ხვალამდე გააჟღერებს, თუმცა ევროპის მმართველი ორგანოდან ეს ინფორმაცია "მილანმა" უკვე მიიღო.

გამომდინარე აქედან, "როსონერი" მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, ლომბარდიელეს ასპარეზობა ჯგუფური ეტაპიდან უნდა დაეწყოთ. მათ ადგილს სავარაუდოდ "ატალანტა" დაიკავებს.

შეგახსემებთ, რომ სასჯელის მიზეზი ამერიკული საინვესტიციო კომპანია "ელიოტისგან" აღებული 303 მილიონიანი ვალი გახლდათ, რომლის რეფინანსირების დამაჯერებელი დოკუმენტები "მილანმა" უეფას ვერ წარუდგინა.

სავარაუდოდ იტალიური კლუბის მფლობელი იონჰონგ ლი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს და ვერდიქტის შესაცვლელად ან შესამსუბუქებლად იბრძოლებს.

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ