
AS: „ბარსელონას“ სატრანსფერო გეგმები
გამოცემა AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე ჩამოყალიბდა.კატალონიური კლუბი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გაბრიელ ჟესუსის მოყვანას გეგმავს, მაგრამ ბრაზილიელი ფორვარდის „კამპ ნოუზე“ გადმობარგებანაკლებად რეალურია. „ქალაქელებს“ დამატებითი შემოსავლის მიღება და ერთ-ერთი ვარსკვლავის გაშვება არ სურთ.
„ბარსელონას“ რადარზე პსვ-სა და მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი, ირვინ ლოსანოც იმყოფება, რომელსაც შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.
ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე „ლურჯ-ბროწეულისფრებს“ ორი ვარიანტი აქვთ - ალექსანდრ გოლოვინი და მირალემ პიანიჩი. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბის სკაუტები რუს მოთამაშეს რუსეთი-ესპანეთის მატჩში დააკვირდებიან.
ამასთანავე, მადრიდული გამოცემა სკეპტიკურად უყურებს ტიაგო ალკანტარასა და კრისტიან ერიკსენის სავარაუდო ტრანსფერებს.