ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში თბილისის სპორტის სასახლემ საქართველოს და სერბეთის ნაკრებების მატჩს უმასპინძლა.

თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ სერბეთმა მეოთხედში ყველაზე დიდი, 8-ქულიანი უპირატესობის დაფიქსირება შეძლო, თუმცა პერიოდის დასრულებამდე მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს - 11:18.

მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა მძიმედ დაიწყო და სტუმრებმა უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. პირველი შედეგიანი შეტევა მასპინძლებმა პერიოდის დაწყებიდან თითქმის 6 წუთის შემდეგ განახორციელეს. დიდი შესვენებისთვის სერბეთი საქართველოს 37:18 ამარცხებდა.

პირველ ტაიმში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა სტუმრებმა მესამე მეოთხედში გაზარდეს და დასკვნით პერიოდს სერბები 24-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ - 36:60.

საბოლოოდ სერბეთმა დიდი სხვაობით, 87:50 იმარჯვა, საქართველოს ნაკრებისთვის მთავარი იმედი კი შემდეგი შეხვედრაა, რომელიც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გადამწყვეტია, ილიას ზუროსის გუნდი 2 ივლისს, ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს. 19:00-დან მატჩს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

სერბეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თად მაკფადენი იყო. ეროვნული გუნდის ახალწვეულმა 18 ქულა მიითვალა და დასკვნით წუთებში მოედანზე ადგილი დებიუტანტ რატი ანდრონიკაშვილს (4 ქულა) დაუთმო. საქართველოს ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილის სახით მესამე დებიუტანტიც ჰყავდა. სერბეთის რიგებში 24 ქულით ყველაზე შედეგიანი დეიან ტოდოროვიჩი იყო. 

საქართველო - სერბეთი 50:87

სრული სტატისტიკა

კალათბურთი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ