ყველა სპორტული სიახლე

ლებრონ ჯეიმსმა გადაწყვეტილება მიიღო

ლებრონ ჯეიმსი მომავალი სეზონიდან ლოს ანჯელეს ლეიკერსში ითამაშებს. ჯეიმსმა 35,6 მილიონ დოლარზე უარი თქვა და კლივლენდში დარჩენა არ ისურვა. ის პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი გახდა. ჯეიმსის დამატების მსურველთა სიაში სამი ფავორიტი იყო გამოკვეთილი: ლოს ანჯელეს ლეიკერსი, ჰიუსტონ როკეტსი და ფილადელფია სიქსერსი. 

ლებრონისთვის ლეიკერსი მესამე გუნდი იქნება, რომელშიც ითამაშებს. 16-წლიანი კარიერის განმავლობაში, ის კლივლენდ კავალიერსისა და მაიამი ჰიტის ღირსებას იცავდა. 2012 და 2013 წლებში მან ორჯერ მოიგო NBA-ს ტიტული მაიამისთან ერთად. 2014 წელს კლივლენდში დაბრუნდა და 2 წლის შემდეგ კავალიერსთან ერთად მესამედ დაეუფლა NBA-ს ტიტულს.

აღნიშნულ ტრანსფერს ორიგინალურად გამოეხმაურა "ლოს ანჯელეს გალაქსის" შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი- "ახლა ლოს ანჯელეს ჰყავს ღმერთი და მეფე".

კალათბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ