ყველა სპორტული სიახლე

მარტვილის "მერანის" ფეხბურთელი ლატვიაში ითამაშებს

მარტვილის "მერანის" საყრდენი ნახევარმცველი ბენჟამინ ტეიდი საფეხბურთო კარიერას ლატვიაში გააგრძელებს. 

ტეიდი ამიერიდან "ლიეპაიას" ღირსებას დაიცავს, რომელიც ლატვიის ვირსლიგაში (უმაღლესი ლიგა) მესამე პოზიციაზეა.

ბენჟამინ ტეიდი "მერანში" 2015 წელს მოვიდა და სტაბილური, კარგი თამაშით მალე შეაყვარა თავი ადგილობრივ გულშემატკივრებს. ნიგერიელმა ოთხი გოლი გაიტანა "მერანის" მაისურით და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. ტეიდს "მერანთან" კონტრაქტი ამოეწურა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა გუნდი.

აღნიშნულ ინფორმაციას მარტვილის "მერანის" "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ