ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა. 

ილიას ზუროსის გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიის ნაკრებს 98:73 სძლია და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. 

ავსტრიელებთან შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც იზეიმეს. 

საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო 24 ქულითა და 12 მოხსნით. 15-15 ქულა მოიპოვეს ბითაძემ და სანაძემ, ხოლო ცინცაძის და მაკფადენის ანგარიშზე 14-14 ქულაა. 

საქართველო - ავსტრია 98:73

სრული სტატისტიკა

ფოტო: fiba.com

კალათბურთი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2018 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ