ყველა სპორტული სიახლე

ბაჩანა არაბულის ახალი კლუბი ცნობილია

უნგრული "პუშკაშ აკადემიის" საიტი მათ გუნდში 24 წლის ქართველი თავდამსხმელის ბაჩანა არაბულის გადასვლას იუწყება.

მას თავის ყოფილ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, თავისუფალი აგენტი გახდა და "პუშკაშ აკადემიამ" ორსეზონიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა. 

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ არაბული საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდია და გასულ სეზონში მათ 3 გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, "ბალმაზუივაროში" უნგრეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში საკუთარ მოედანზე საბრძოლო ფრეს (3:3) დასჯერდა "ფერენცვაროშთან" და ქვედა ლიგაში გავარდა.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ