
ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმცირეს
ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმცირეს. ამის შესახებ ქართველი მოკრივის ოფიციალური Facebook გვერდი იტყობინება. გთავაზობთ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად: "მოვიგეთ ის იდიოტობები:ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი , მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები, აპილს დავწერთ და დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო. ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ , 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ. 1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა , აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება,იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. გაქაჩე გამოქაჩე და კიდევ ერთი წელი და ამომარტყამენ ტრ...ში პანღურს და მეტყვიან მოუსვი აქედანო ჰა ჰა ჰა .ეხლა მე განვავითარე ყველაზე ცუდი ვარიანტი... "
შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.
ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ლევან მაყაშვილი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.