ყველა სპორტული სიახლე

რონალდო "იუვენტუსს" უახლოვდება

კრიშტიანო რონალდუს ირგვლივ ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ცნობილი ხდება, რომ იტალიელები პორტუგალიელ ფეხბურთელს 4 წლიან კონტრაქტს და წლიურად 30 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი...

მადრიდის „რეალმა“ ნამდვილად მაცდური წინადადება მიიღო. 33 წლის ფეხბურთელში იტალიური მხარე 100 მილიონ ევროს იხდის.

გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია რომ, რონალდოს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში გამგზავრებას და იუვენტუსთან პირადად მოლაპარაკებას გეგმავს, ესპანური "მარკა" ასევე ავრცელებს მის სიტყვებს: „მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე რთულად გასაჩარხი ტრანსფერი სწორედ რონალდუს ეხება.“

„კონტრაქტი, რომელსაც „იუვენტუსი“ გვთავაზობთ მართლაც რომ საოცარია, თუმცა მადრიდის „რეალთან“ შეთანხმება იოლი არ იქნება. ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს ფლორენტინო პერესთან და ზუსტად ვიცი, როგორ უყვარს პრეზიდენტს ჩემი კლიენტი.“

 

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ