
მორიგი ახალწვეული "ტორპედოში"
"ტორპედოს" შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა. ქუთაისური კლუბის მაისურს 27 წლის სენეგალელი ნახევარმცველი, არფანგ დაფე მოირგებს, მან კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დაფესთვის საქართველო უცხო არ არის. მან გასულ წელს ფოთის "კოლხეთის" შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კარიერა ირანში, კერძოდ "პაიკანში" გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ "კოლხეთში" გადასვლამდე დაფე მადრიდის "ატლეტიკოს" მეორე გუნდში თამაშობდა.
წელს, ირანის ჩემპიონატში დაფემ 21 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.