ყველა სპორტული სიახლე

"იუვენტუსი" რონალდოს 9 ივლისს წარადგენს?

SportMediaset-ი ირწმუნება, რომ "იუვენტუსი" ცდილობს, რაც შეიძლება მალე გაჩარხოს "რეალთან" თავდამსხმელ რონალდოს ტრანსფერი.

დღეს კლუბის ხელმძღვანელებმა შვებულება შეაწყვეტინეს მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის და საგანგებო კრება ჩაატარეს.

ამ კრებაზე ის საკითხები განიხილეს, რომელთა გადაწყვეტა პორტუგალიელთან კონტრაქტის გასაფორმებლადაა აუცილებელი.

ამის შემდეგ "იუვეს" გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა და სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მადრიდში გადაფრინდნენ. 

გამოცემის მტკიცებით, "ბებერი ქალბატონი" რამოდენიმე საათში იმედოვნებს საკითხის გადაწყვეტას და ფეხბურთელის პრეზენტაციას 9 ივლისს გეგმავს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს სიამოვნება ბიანკონერის 100 მილიონი ევრო დაუჯდება და კრიშტიანოს სეზონურ გასამრჯელოდ

 
30 მილიონს დაუნიშნავს.

კალათბურთი, ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ