
"ტორპედომ" 3 ფეხბურთელი წარადგინა
ქუთაისის "ტორპედომ" "რუსთავიდან" ერთბაშად 3 ფეხბურთელი გადმოიყვანა. მათე ცინცაძე, მამუკა კობახიძე და ლევან გეგეჭკორი ქუთაისური კლუბის ფეხბურთელები გახდნენ.
ლევან გეგეჭკორმა და მათე ცინცაძემ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მამუკა კობახიძემ კი 1 წლიანი.