ყველა სპორტული სიახლე

ქართული გოლი ირლანდიის ჩემპიონატში

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა ირლანდიის ჩემპიონატში. პირველი დივიზიონის 19-ე ტურში ერთმანეთს "გელვეი იუნაიტედი" და "ათლონ თაუნი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 4-1 დასრულდა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლის ავტორი ნიკა კალანდარიშვილი გახლდათ, მან თავი მატჩის 90-ე წუთზე გამოიჩინა.
ნიკა კალანდარიშვილი 19 წლის შემტევი ფეხბურთელია, ეს მისი პირველი უცხოური კლუბია. მანამდე კალანდარიშვილი გორის "დილას" შემადგენლობაში ირიცხებოდა 2016-2017 წლებში.
რააც შეეხება "ათლონ თაუნს", გუნდი სამწუხაროდ ბოლო ადგილზეა 19 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა აქვს.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა

არქივის კალენდარი

2018 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ