
"სამტრედია" გამოცდილი ფეხბურთელებით ძლიერდება
ს.კ "სამტრედიამ" ჯაბა ლიპარტია დაიმატა, ევროპა ლიგის მატჩის წინ გამოცდილი ნახევარმცველი ქუთაისის "ტორპედოდან" დაიმატეს. კლუბმა ასევე უკრაინელი მეკარე დაიმატა. 31 წლის სერგეი პოგორილი 7 სეზონის განმავლობაში უკრაინის პრემიერ ლიგაში სტაბილურად თამაშობდა. მისი ბოლო კლუბი ხარკოვის "ჰელიოსი" იყო.
დღეს კლუბმა ევროპა ლიგის განაცხადი გამოაქვეყნა რომელსაც აქვე გთავაზობთ:
მეკარეები: სერგეი პოგორილი, ილია სტურუა
მცველები: გიორგი ახალაძე, ვაკო ბაჩიაშვილი, რომა ჩაჩუა, ივან ფატიჩი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი გურული, გიორგი ჯგერენაია, გივი ქარქუზაშვილი, დმიტრო ულიანოვი
ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე, ინტერს გი, შოთა კერძევაძე, ჯაბა ლიპარტია, ოლეგ მამასახლისი, ანატოლი მესიაჩენკო
თავდამსხმელები: მაიკლ ოლაიტანი, ზაურ ხაბეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, გიორგი ფანცულაია, თამაზ მაქაცარია
"სამტრედია" "ტობოლთან" პირველ მატჩს 10 ივლისს, "მიხეილ მესხზე" გამართავს.