ყველა სპორტული სიახლე

"შერიფი" ქუთაისშია

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლის "შერიფს" მასპინძლობს. გთავაზობთ სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელის გორან საბრიჩისა და კაპიტნის მატეო სუსიჩის კომენტარებს.

გორან საბრიჩი: "მოხარულები ვართ საქართველოში ჩამოსვლით. აქ ძალიან კარგად დაგვხვდნენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

შევისწავლეთ მეტოქე. "ტორპედო" ძლიერი გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს. ვფიქრობ, ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და ხვალ თავს კარგად წარმოვაჩენთ. პირველ მატჩში შანსებს თანაბრად შევაფასებდი.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ძალიან ცხელა, თუმცა მიუხედავად ამისა ბოლომდე ბროლას ვაპირებთ. ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება და დიდი იმედი მაქვს, ხვალ გოლის გატანას შევძლებთ".

მატეო სუსიჩი: "ცხელა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. მიზანი, როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა, შესაბამისად, "ტორპედოსთან" შეხვედრას სრული სერიოზულობით ვეკიდებით. ვეცდებით, გოლი გავიტანოთ, რაც მეორე მატჩში დასახული ამოცანის მიღწევაში დაგვეხმარება."

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2018 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ