
"ტობოლს" ქართველების იმედი აქვს
"სამტრედიასთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ "ტობოლმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა, მისმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ნიკიტენკომ კი ქართველ ლეგიონერთან, ნიკა კვეკვესკირთან ერთად პრეს-კონფერენცია ჩაატარა.
ვლადიმირ ნიკიტენკო:"ადვილი თამაში არ იქნება. მეტოქე შევისწავლეთ. კარგი გუნდია, სწრაფი და ტექნიკური. ასე მგონია, "სამტრედია" სიურპრიზს დაგვახვედრებს შემადგენლობისა და თამაშის მხრივ. ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები არიან. პლუსია ის, რომ მათ იციან, როგორ ითამაშონ ქართული გუნდების წინააღმდეგ".
ნიკა კვეკვესკირი:"ადრე "სამტრედიის" წინააღმდეგ "გაბალას" შემადგენლობაში ვითამაშე. ისე, ამის სურვილი არ მქონდა.