ყველა სპორტული სიახლე

კახა ჩხეტიანი : ვფიქრობ გუნდი მზადაა

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლის "შერიფს" მასპინძლობს. შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე გუნდის მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა შემდეგი განაცხადა:
"ვფიქრობ, გუნდი თამაშისთვის მზადაა. ჩვენმა ოთხმა ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. 7 ფეხბურთელი დავიმატეთ, სავარაუდოდ კიდევ 1 დაგვემატება. ვიზის გამო ვერ მოხერხდა მისი ჩამოყვანა. თავდამსხმელია. 

უკვე იმაზე საუბარს, რომ მათი ადრე დამატება იყო საჭირო, აზრი არა აქვს. ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცადოთ. გულშემატკივარს ჩვენი მოპატიჟება არ სჭირდება, რა ტიტულებიც მოვიგეთ, მათი დამსახურებაა, დარწმუნებული ვარ, გაივსება სტადიონი და გულშემატკივრები საყვარელ გუნდს მხარს დაუჭერენ. გვინდა ქომაგები გავახაროთ".

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2018 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ