ყველა სპორტული სიახლე

გია ცეცაძე: მარტო ანალიზით თამაშს ვერ მოიგებ

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ტობოლთან" პირველი მატჩის წინ "სამტრედიას" მწვრთნელმა, გია ცეცაძემ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა: 
"მატჩისთვის ვემზადებით და შევეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ. მაგაში მოგებაც იგულისხმება, ფრეც და წაგებაც. წაგებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ფეხბურთი ყოველთვის მოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული, არც გერმანია არ ფიქრობდა კორეასთან დამარცხებას, მაგრამ დამარცხდა. გუნდში ცოტა ხანია რაც მოვედი. შემადგენლობა შეიცვალა. ადვილი სიტუაცია არაა. მიზანზე ხმამაღლა ლაპარაკს არ ვაპირებ.

სექტემბრამდე "სამტრედიაში" ვიმუშავებ. ჩემის აზრით, გუნდში ცუდი ფეხბურთელები არ არიან. უნდა მოვახერხოთ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ფორს-მაჟორულ ვითარებაში ვართ.

მეტოქე კარგად შევისწავლეთ, ვნახოთ როგორ შევძლებთ თამაშს. მარტო ანალიზით თამაშს ვერ მოიგებ".

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2018 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ