ყველა სპორტული სიახლე

როინ კვასხვაძე: ვფიქრობ, ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაფერს მეორე მატჩი გადაწყვეტს

"შერიფთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ კომენტარი "ტორპედოს" კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ გააკეთა.
"ვიცით, ძალიან რთული თამაში გველის და ვემზადებით. გუნდში საბრძოლო განწყობაა, გვყავს რამდენიმე ახალწვეული... ისინი სათანადოდ გაგვაძლიერებენ და გუნდის წარმატებაში თავის წვლილს შეიტანენ.

ვფიქრობ, ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაფერს მეორე მატჩი გადაწყვეტს, პირველში კი, რომელიც ქუთაისში ტარდება, ჩვენთვის სასურველ ანგარიშს მივაღწევთ...

გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და გვერდში დაგვიდგნენ... მათი როლი ჩვენს წარმატებაში ყოველთვის დიდი იყო და ახლაც ასე იქნება. წარმატების მისაღწევად თავს არ დავზოგავთ!"

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2018 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ