
ოფიციალურად : ბარსელონამ მორიგი ტრანსფერი განახორციელა
"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა "სევილიას" ცენტრალური მცველის, კლემან ლანგლეს გამოსასყიდი თანხა გადაიხადა.
აღნიშნული ოპერაცია 35.9 მილიონი ევრო დაჯდა.
ფეხბურთელი "ბლაუგრანასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 2023 წლის 30 ივნისამდე მისი გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება.
განრიგი:
ხუთშაბათი
ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე ფოტოსესია "კამპ ნოუსთან"
პარასკევი
- 12:45 საათი - კონტრაქტზე ხელის მოწერა
- 13:15 საათი - ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია
- 13:45 საათი - ფოტოსესია "კამპ ნოუზე"
- 14:15 საათი - პრესკონფერენცია
ლენგლე 1995 წლის 17 ივლისსაა დაბადებული და მისი სიმაღლე 186 სმ-ია. "ბარსელონაში" იგი "სევილიადან" გადმოდის, სადაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და დაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი მას ძალისა და გონების ნაზავად ახასიათებს. ეს თვისებები კი მას "ბარსელონაში" ადგილის დასამკვიდრებლად დაეხმარება.
ერნესტო ვალვერდეს სასტარტო თერთმეტეულში ლენგლეს კონკურენციის გაწევა პიკესა და უმტიტისთვის მოუწევს.