ყველა სპორტული სიახლე

დინამო თბილისის” მეტოქე ჩემპიონთა ლიგაში ცნობილია

აქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” ფიბას ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. უფრო ზუსტად, დინამოელები აღნიშნული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ და წარმატების შემთხვევაში, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისა და რეგულარულ ჩემპიონატში ასპარეზობის შანსი ექნებათ.

ასე იყო შარშანაც, “დინამო თბილისმა” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში ითამაშა და პირველ რაუნდში ესპანურ “ხუვენტუდთან” წააგო. გამართული კენჭისყრის თანახმად, საქართველოს ჩემპიონის წლევანდელი მეტოქე ბერძნული “არისია”. დინამოელები ბერძნულ კლუბს 20 სექტემბერს უმასპინძლებენ, 3 დღეში კი ათენში საპასუხო მატჩს გამართავენ. გამარჯვებული ამ 2 მატჩის ჯამში გაირკვევა. გამარჯვებული გუნდი მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე “პორტოსა” და “ნიჟნი ნოვგოროდს” შორის უმჯობესს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერ ეტაპზე დამარცხებული გუნდი ასპარეზობას აგრძელებს ფიბა ევროპის თასზე, სადაც პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ხვდება.

სულ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 48 გუნდია, რომლებიც ჯგუფური ეტაპის 6 ადგილისთბის იბრძვის. მაღალი რეიტინგის მქონე 26 გუნდს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ადგილი დაბევებული აქვს და საკვალიფიკაციოდან გამოვლენილ 6 საუკეთესოს ელოდება, 9 ოქტომბერს რეგულარული ჩემპიონატი რომ დაიწყონ. 

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ