ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გამარჯვება ოვერტაიმში

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ქართველები სადებიუტო მატჩში პოლონეთთან ქულით დამარცხდნენ და მომდევნო მატჩში – კოსოვოსთან წაგების უფლება არ ჰქონდათ. მარცხი საქართველოს ჯგუფიდან გასვლის იმედებს გადაუწურავდა, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა და კოსოვოსთან დაპირისპირება ჯერ ოვერტაიმში გადაიყვანა, შემდეგ კი დამატებით დროში 4 ქულის სხვაობით – 81:77 მოიგო.

კოსოვო ბალკანეთია და მიუხედავად საერთაშორისო ასპარეზზე არცთუ ხანგრძლივი დამოუკიდებელი ასპარეზობისა, საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. მართალია, დებიუტში ქართველები ამარცხებდნენ კოსოვოელებს, მაგრამ ბალკანელები არ გატყდნენ და მეთოდურად ანგარიშის შემცირების შემდეგ, ბოლო პერიოდში დაწინაურებაც მოახერხეს. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კოსოვო საქართველოს 5 ქულით – 61:56 ამარცხებდა, თუმცა ქართველებმა მოახერხეს წონასწორობის აღდგენა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

ოვერტაიმში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალისხმევით მოახერხა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება და კოსოვო 81:77 დაამარცხა. ჩერქეზიშვილის გუნდს ალექსანდრე ფევაძემ 25 ქულით ულიდერა. 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა სანდრო მამუკელაშვილმა, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 11 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები 2 დღით დაისვენებს და 17 ივლისს, თბილისის დროით 19:15 საათზე, ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 



GBF.GE

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ