ყველა სპორტული სიახლე

მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის ტრიუმფით დასრულდა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. 

ფინალურ შეხვედრაში დიდიე დეშამის გუნდმა ხორვატიის ნაკრები დამაჯერებლად, 4:2 დაამარცხა. 

ანგარიში მე-18 წუთზე მანჯუკიჩის ავტოგოლით გაიხსნა, თუმცა 10 წუთში ხორვატიამ პერიშიჩის ეფექტური გოლით გაათანაბრა. 38-ე წუთზე ფრანგები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ გრიზმანის მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით და ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგეს. 

გადამწყვეტი უპირატესობა ფრანგებმა შესვენების შემდეგ, 6 წუთიან მოაკვეთში გატანილი 2 გოლით მოიპოვეს როდესაც ჯერ პოგბამ, შემდეგ კი მბაპემ აიღეს ხორვატთა კარი, რასაც ლორისი შეცდომის შემდეგ მანჯუკიჩმა უპასუხა ამჯერად უკვე მეტოქის კარში გატანილი გოლით და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ფინალური მატჩის საუკეთსო მოთამაშედ საფრანგეთის ნაკრების ლიდერი, ანტუან გრიზმანი დასახელდა. 



მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო კი კილიან მბაპეს ერგო, მუნდიალის საუკეთესო მეკარედ კი ბელგიელთა კარის დარაჯი ტიბო კურტუა დასახელდა. 

6 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ინგლისელთა ლიდერი, ჰარი კეინი გახდა. 



მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა დაიმსახურა. 

ფეხბურთი, მსოფლიო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ