ყველა სპორტული სიახლე

დინამოს მეტოქეს მწვრთნელი შეეცვალა

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპპზე, "დინამო თბილისთან" საპასუხო მატჩის წინ "დუნაისკა სტრედას" მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. იტალიელი მარკო როსი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს. იგი უკანასკნელად "სტრედას" თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში უხელმძღვანელებს.

კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით"დუნაისკა სტრედას" ახალი მწვრთნელი 53 წლის გერმანელი პიტერ ჰიბალა იქნება, იგი სხვადასხვა დროს ავსტრიულ "შტურმს" გერმანულ "ალემანიას", ლევერკუზენის "ბაიერის" ახალგაზრდულ გუნდს და ჰოლანდიურ "ნაიმეგენს" წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ"დინამოსა" და "დუნაისკას" შორის საპასუხო მატჩი 19 ივლისს, "დინამო არენაზე" გაიმართება. პირველი შეხვედრა კი სლოვაკეთში, ფრედ, 1:1 დასრულდა.

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ