ყველა სპორტული სიახლე

კაშია "სან ხოსეს" შეუერთდა

"სან ხოსეს" ოფიციალური საიტის ცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უკვე შეუერთდა თავის ახალ კლუბს. სავარაუდოდ გურამის დებიუტი 26 ივლისს შედგება, 20-ე ტურის მატჩში სადაც "სან ხოსე" "სიეტლს" დაუპირისპირდება.
გურამ კაშია ამერიკულ კლუბში ჰოლანდიური "ვიტესიდან" გადავიდა, სადაც 8 წლის განმავლობაში 248 შეხვედრა ჩაატა და 21 გოლი გაიტანა. იგი იყო კლუბის კაპიტანი და მოიგო კლუბის ისტორიაში პირველი ტიტული, მას ასევე ეკუთვნის კლუბის რეკორდი ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ. ეროვნულ ნაკრებში კაშია 2009 წლიდან თამაშობს და  ჩატარებულ 64 შეხვედრაში 2გოლი აქვს გატანილი.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ