ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, ბარსელონაში “ბერნატ პიკორნელის“ სახელობის საცურაო კომპლექსზე მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატზე პირველ მატჩი გამართა და უნგრეთის უძლიერეს ნაკრებთან, რომელიც 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონია - 5:12 დამარცხდა.

უნგრეთის ნაკრებმა უპიტასეობა თავიდანვე მოიპოვა და ანგარიშში სხვაობა ეტაპობრივად გაზარდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ თავის გამოჩენის შესაძლებლობა თითქმის ყველა მოთამაშეს მისცა. გუნდის თავკაცი მაქსიმალურად ცდილობს ძალების გადანაწილებას, რათა ჩვენი ნაკრები სასურველ ფორმაში შეხვდეს იმ მატჩებს, სადაც წარმატების გაცილებით მეტი შანსი ექნება. ასეთი შეხვედრა იქნება, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გერმანიის ნაკრებთან, რომელსაც საქართველოს ნაკრები 2016 წელს, ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც დაუპირისპირდა და მაშინ მინიმალური სხვაობით დამარცხდა. საქართველოს და გერმანიის ნაკრებების შეხვდრა 18 ივლისს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი შეძლებს ბრძოლა გააგრძელოს მე-9-მე-12 ადგილების დასაკავებლად, რაც ავტომატურად იქნება წინა ევროპის ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება. გერმანიის ნაკრები შორეულ 1928 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 2-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. ევროპის ჩემპიონატებზე - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა, მსოფლიოზე კი ერთხელ გავიდა მესამე ადგილზე. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპირველობაზე, 2014 წელს ბუდაპეშტში ითამაშა და შვიდივე მატჩი დათმო, 2016 წელს თურქეთის ნაკრების დამარცხებით 16 გუნდს შორის მე-14 ადგილი დაიკავა. რევაზ ჩომახიძის გუნდის მიზანი წინა ევროპირველობებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება და უკეთესი ადგილის დაკავებაა. 

საქართველოს საწყლოსნო სპორტი სახეობათა ფედერაცია

სხვადასხვა

არქივის კალენდარი

2021 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ