ყველა სპორტული სიახლე

კახა ჩხეტიანი: ვეცდებით, ქართველ ხალხს სიხარული მივანიჭოთ

“შერიფთან” განმეორებითი მატჩის წინ, “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე მოლდაველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდის უკლებლივ ყველა წევრს გათვიცნობიერებული აქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის”.

– ტირასპოლში 4 დღით ადრე ჩამოხვედით, როცა გუნდები, როგორც წესი, სტუმრად 1-2 დღით ადრე ჩადიან. რატომ?
– ადრე იმიტომ ჩამოვედით, რომ აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო და აქაურობას შევჩვეოდით.

– შინ 2:1 მოიგეთ… ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხვალ “ტორპედო” ე.წ “ავტობუსს” დააყენებს?
– თითოეული მატჩის წინ მეტოქის ანალიზს ვაკეთებთ და შემდეგ ვწყვეტთ, როგორ ვითამაშოთ. ის, რომ შინ 2:1 გვაქვს მოგებული, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას და უკნიდან თამაშს ვაპირებთ. დღეს აქ ტაქტიკებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ვიმეორებ, მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ. დანარჩენი ხვალ გამოჩნდება!

ერთს ვიტყვი, რომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული მივანიჭოთ.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "ტორპედომ" ქუთაისში 2-1 გაიმარჯვა, განმეორებითი შეხვედრა კი ხვალ 18 ივლისს თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ